
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხენთაროს საჯარო სკოლის აჯამეთის კორპუსში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა.
„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა, დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რომ მეტად ტოლერანტული გარემო შეიქმნას.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ინფორმაციული პლაკატები დაამზადეს და სასკოლო სივრცეში განათავსეს, რათა აემაღლებინათ სასკოლო საზოგადოების ცნობიერება.
დღე შემეცნებითი, შემოქმედებითი და ძალიან ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: