უწერის საჯარო სკოლაში შემეცნებითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა
22-03-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითა და შემეცნებითი ხასიათის შეხვედრებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლას პროგრამის - „ფლექსის“ ლიდერები, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულები სტუმრობდნენ. 

სტუმრებმა, ჩაატარეს პრეზენტაცია თემაზე - Democracy drive, სასკოლო საზოგადოებას სასამარათლოს მნიშვნელობასა და  მოქალაქეობრივ ვალდებულებაზე ესაუბრნენ და თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს. 

შეხვედრას დიდი ინტერესით ესწრებოდნენ მოსწავლეები, იზიარებდნენ მომხსენებლების აზრებს, იგებბდნენ მათგან ახალ ინფორმაციებს და დიდი ყურადღებით უსმენდნენ. 

შეხვედრა შემეცნებითი, ძალიან ინფორმაციული და ინტერაქციული იყო. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203