„ტყე დედამიწის ფილტვებია“- ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია გაიმართა
22-03-2024
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მე-5ა კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი: დ. კუჭუხიძე, კლასის დამრიგებელი : ნ. მაკალათია) კონფერენცია - „ტყე დედამიწის ფილტვებია“ გამართეს.
დაგეგმილი შეხვედრა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ითვალისწინებდა. მოსწავლეების წინაშე საინტერესო ინფორმაციით წარდგა იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიის თანამშრომელი - ლაშა ერბელიძე. ბავშვებმა მას ყურადღებით მოუსმინეს, მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს
სტუმარმა მოსწავლეებს ასეთი დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა.