„მოსწავლე მასწავლებლის როლში“- ოლადაურის საჯარო სკოლის პედაგოგმა - ქეთევან დარჩიძემ მოწაფეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა
22-03-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლადაურის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა საინტერესო, მამოტივირებელ აქტივობას სთავაზობენ.
ამჯერად, მაწავლებელმა ქეთევან დარჩიძემ გაკვეთილზე მორიგი აქტივობა - „მოსწავლე მასწავლებლის როლში“ განახორციელა. მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. მოსწავლეებმა გაკვეთილზე პედაგოგის როლი მოირგეს.
აღნიშნული გაკვეთილი მათთვის ემოციებით დატვირთული, საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.