დაუვიწყარი საჩუქარი მოსწავლეებს - წინარეხის საჯარო სკოლის მოწაფეები სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერით, საქართველო-ლუქსემბურგის თამაშს დაესწრნენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სწორედ ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ სკოლის ექთნის, ციური გოდერძიშვილის ორგანიზებითა და დაფინანსებით, სპორტის პედაგოგის - სერგო ლაცაბიძისა და მშობელთა მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარის - თამარ მარჯანიძის ჩართულობით, მოსწავლეები დინამო არენაზე საქართველო-ლუქსემბურგის თამაშს დაესწრნენ.
როგორც გვიყვებიან, ეს იყო პირველი აქტივობა სკოლის ისტორიაში, როდსაც დირექციის აქტიური ჩართულობით, მოსწავლეები ასეთ შეხვედრაზე გულშემატკივართა ტრიბუნაზე აღმოჩნდნენ.
„დღე იყო ემოციურად მეტად დატვირთული, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.
წარმატება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს საფეხბურთო ასპარეზზე, ხოლო მოსწავლეებს ვუსურვებთ ჯანსაღ, სპორტული აქტივობებით დატვირთულ და გამარჯვებებით აღსავსე მომავალს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: