წალკის N2 საჯარო სკოლისა და ტბეთის სკოლის მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიება „მზის შვილების“ დღეს მიეძღვნა 
22-03-2024

21 მარტს წალკის N2 საჯარო სკოლასა და ოპტიმიზაციის შედეგად შეერთებულ სოფელ ტბეთის სკოლაში 46+1 ქრომოსომით დაბადებული, „მზის შვილების“ დღე აღინიშნა. 

ღონისძიების ფარგლებში სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებთან ერთად ისაუბრეს, დაუნის სინდრომის შესახებ. ყურადღება გაამახვილეს იმ სტიგმებზე, რომელიც საზოგადოებაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებთან დაკავშირებით არსებობს.

„მზის შვილები“ ჩვენს პლანეტაზე, მზის შუამავლები არიან, სითბოსა და სიყვარულის გასავრცელებლად მოვლენილნი. მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“ -  ეს არის მიმართვა რომელსაც სკოლის მოსწავლეები ავრცელებენ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203