დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე ზიკილიის საჯარო სკოლაში აღნიშნეს
22-03-2024
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიის საჯარო სკოლაშიც.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის მე-5 კლასის ხელმძღვანელმა ნონა კაპანაძემ სადამრიგებლო კლასთან ერთად დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღნიშნა.
მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს დაუნის სინდრომის შესახებ, შექმნეს კედლის პლაკატი და ფერადი წინდებით ხაზი გაუსვეს რომ მათთვის ადამიანის განსხვავებულობა მნიშვნელოვანი არ არის.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს