ზესტაფონის მომავლის სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას საინტერესო აქტივობით შეუერთდნენ
22-03-2024

ზესტაფონის მომავლის სკოლაში ტოლერანტული ახალგაზრდების აღზრდასა და მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღრმავებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. 

ამ მიზნით, Iა კლასი, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს საინტერესო აქტივობით შეუერთდა. 

„21 მარტი მზის შვილების დღეა“, - აღინიშნა სკოლაში, მოსწავლეები გაეცნენ ამ დღის მნიშვნელობას, სიმბოლურად, ქაღალდის წინდებით სამაჯურები შექმნეს და ეს დღე იზეიმეს. 

მოსწავლეებისთვის, დღე ძალიან შემეცნებითი, შემოქმედებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203