წინუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ემოციური საჩუქრები პედაგოგებს, მშობელბსა და დებს - ღონისძიება, რომელიც ყველას დიდხანს ემახსოვრება
22-03-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში მუდმივად ცდილობენ მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარები განავითარონ და წარმოაჩინონ. მათი სასკოლო ცხოვრება საინტერესო და მრავალფეროვანი გახადონ, აღნიშნული მიზანის მისაღწევად კი სკოლაში მუდმივად აღინიშნება სხვადასხვა დღესასწაულები და მნიშვნელოვანი თარიღები. ამჯერად სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგთა ორგანიზებით გაზაფხულის შემოსვლა და მასთან დაკავშირებული დღესასწაულები იზეიმეს.
შემოქმედებითი ღონისძიება, რომელიც დედისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდა ემოციური, იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგების, მშობლებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის. მოსწავლეთა თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგად ღონისძიება შთამბეჭდავი გამოვიდა. პატარებმა წაიკითხეს თემატური ლექსები, რომელებიც პედაგოგებს, დედებსა და დებს მიუძღვნეს, შეასრულეს სიმღერები და საბოლოოდ ყველანი თაიგულებითაც დაასაჩუქრეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს