ქვილიშორის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა და გაეროს რეკომენდაციებიც შესრულდა 
22-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა და გაეროს ვალდებულებაც, რომელიც ხეების დარგვას უკავშირდება პირნათლად შესრულდა. 

საბუნებისმეტყველო კათედრის და თვითმმართველობის გუნდის ინიციატივით განხორციელდა პროექტი - „დავრგე ხე“; აღნიშნულის ფარგლებში პედაგოგის, სოფიო დანგაძის ორგანიზებით VII, VIII, IX კლასის მოსწავლეებმა მოიძიეს და ერთმანეთს გააცნეს ინფორმაცია ტყის მნიშვნელობის შესახებ. ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგმა ნინო ყურაშვილმა მოსწავლეებთან ერთად წარმოადგინა თემატური პრეზენტაცია. მოსწავლეებმა გამოავლინეს შემოქმედებითი უნარებიც და შეასრულეს სხვადსხვა ტიპის ნახატები, რომელიც ტყის დაცვის თემატიკას უკავშირდებოდა. საბოლოოდ კი ღონისძიება სკოლის ეზოში მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების დარგვით დასრულდა. 

ცნობისთვის, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2012 წელს 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. აღნიშნული დღე მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას ყველა ტიპის ტყის მნიშვნელობის შესახებ. ქვეყნები ვალდებულნი არიან განახორციელონ ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევა ტყეების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზებისთვის, როგორიცაა ხეების დარგვის კამპანიები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203