სალიბაურის N2 სკოლის მოსწავლეთა წარმატება მხატვრული კითხვის კონკურსში
22-03-2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი, მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ პროექტში ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი მხატვრული კითხვის კონკურსის მუნიციპალურ ტურში მონაწილეობდნენ. ხათუნა ხალვაშმა, დიმა დიასამიძემ და ლუკა ცეცხლაძემ შესაძლებლობები გამოავლინეს, წარმატებით იასპარეზეს და სამივე საფეხურზე პირველი ადგილი მოიპოვეს.

„ვუსურვებთ დიდ წარმატებებს ჩვენს საამაყო დეკლამატორებს“,- სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ხარობენ და წინსვლას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა განვითარებაზე პედაგოგები ყოველდღიურად ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203