თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები წიგნში დაიბეჭდა
22-03-2024
ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა პროექტსა თუ აქტივობაში ხშირად ერთვებიან. 

ამჯერად, ისინი გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურულ კავშირის მიერ გამართულ კონკურსში - „თანამედროვე გალაკტიონი“ მონაწილეობდნენ. Vll კლასის სამი მოსწავლის, ნათია თულაშვილის, სესილი იოსავასა და საბა ცეცხლაძის ნამუშევრებმა: შემოდგომის ფარდა, წერილი ემიგრანტ დედას, შემოდგომის დილა საუკეთესო ადგილი და ოქროს სიგელები დაიმსახურა, ხოლო Vll კლასის მოსწავლე ნიკოლოზ ლაბაძის ლექსი სიგელით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ მათი ნამუშევრები წიგნში - „კვლავ გვინათე“ დაიბეჭდა. 

„ჯილდოების მისაღებად „აკადემიურმა ქალაქმა“ გვიმასპინძლა, მადლობა მათ სასიამოვნო დღისთვის.
მადლობა ბავშვებს კიდევ ბევრი წარმატება მისურვებია, ჩემო პატრა მეგობრებო“,- წერს მასწავლებელი ნესტან ღამბაშიძე. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203