„ვუსურვებთ ღირსეულად დაეცვათ ქვეყნის სახელი!“ - „ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები მორიგ საერთაშორისო კონფერენციაზე მიემგზავრებიან
22-03-2024

„ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის“ მოსწავლეები არა მხოლოდ საქართველოში გამართულ საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობენ, ასევე წარმატებით ერთვებიან საერთაშორისო გამოწვევებში

დღეს, 22 მარტს, „ქართულ-ამერიკული უმაღლესი“ და „ქართულ - ამერიკული სკოლების მოსწავლეები“, I-FEST 2024 - საერთაშორისო კონფერენციაზე მიემგზავრებიან. 

კონფერენციაზე, სკოლის 14 მოსწავლე, 40-მდე ქვეყნის 500 კონკურსანტთან ერთად, იასპარეზებს და ინგლისურ ენაზე დაიცავს ნაშრომებს ჟიურის წინაშე. 

ნაკრების შემადგენლობა სექციების მიხედვით ასე გამოიყურება:

Math 1: ნიკოლოზ დავითაძე, ნიკოლოზ მინდიაშვილი, ლუკა მინდიაშვილი;
Math 2: გიგა როსტომაშვილი, ნინო ფერაძე;
Biology: ლაშა გოგოძე, გიორგი შარიქაძე;
Physics 1: სესილი ტყემალაძე, ალი ახვერდიევი, სანდრო ჭუმბურიძე;
Physics 2: ვასილ გოგოლაძე, ანფისა კოლესოვა​;
Physics 3: ანფისა ბეზგინა, იულიანა ზაინეტდინოვა

ნაკრებს უხელმძღვანელებენ პედაგოგები - ნინო ნადარეიშვილი, გიორგი ვასაძე და არჩილ ბაღბაია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წელს აქტიურად მიმდინარეობს გუნდების მომზადება კონფერენციებში მონაწილეობისთვის, რომლებიც ჩატარდება შემდეგ ქვეყნებში: თურქეთში, დიდ ბრიტანეთში და ამერიკის შეერთებული შტატებში.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ.

„ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს ღირსეულად დაეცვას ქვეყნის სახელი!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203