ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში “ დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
22-03-2024

ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“, ტოლერანტურ და ჰუმანირ თაობას ზრდიან, მათში სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და ემპათიის გრძნობას აღვივებენ

ამის ნათელი მაგალითია დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მე-3 და მე-2 კლასის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებით ჩაერთნენ. 

მე-3 კლასში აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და პედაგოგის, თამარ ღვინჯილიას ხელმძღვანელობით გაიმართა და საკმაოდ ინფორმაციული აღმოჩნდა. 

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან!“,- ამ მოწოდების ირგვლივ გაერიანდნენ მოსწავლეები, სინდრომის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და კლასელებს გაუზიარეს.

საერთაშორისო კამპანიას, მე-2 კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ, დამრიგებლის ხათუნა ავალიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას მოუწოდეს - „ვისწავლოთ მათგან სიყვარული!“. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი ბიოლოგიის მასწავლებელი ნაილი კუპატაძე გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203