ქუთაისის N3 საჯარო სკოლა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსს ატარებს
22-03-2024

წმიდა ნინოს სახელობის ქალაქ ქუთაისის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლის ორგანიზებით გამართულ სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად,  ქუთაისის N3 საჯარო სკოლა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, (ქუთაისის ამერიკული კუთხე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინგლისურ ენაში მართლწერის სასკოლო კონკურსს - SPELLING BEE - 2024 ატარებს.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის N3 საჯარო სკოლის მე-5, მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები. ღონისძიება ორ ტურად ჩატარდება. I ტური - კარნახს მოიცავს, ხოლო II ტური - სიტყვების ზეპირად დამარცვლას.

კონკურსის ჩატარების განრიგი შემდეგნაირადაა განაწილებული: 

  • I ტური: 31 მარტი 10:00 სთ;
  • II ტური: 21 აპრილი 10:00 სთ.

კონკურსის სარეგისტრაციო პერიოდი კი მოიცავდა  15 მარტიდან 20 მარტამდე პერიოდს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის ჩატარებამდე, ინგლისური ენის მასწავლებლების დახმარებით მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ ინტენსიურად ივარჯიშონ სიტყვის სწორად დამარცვლასა და გამოთქმაში.

საუკეთესო შედეგების მქონე პირველი 20 მოსწავლე კონკურსის მეორე ეტაპზე გადავა.

მონაწილეებს ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან აწსუს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ამერიკელი მასწავლებლები.

ასევე აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები.

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებებს უსურვებენ.

სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად ეწვიეთ  ბმულს:

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203