წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მესხეთის სკოლის სპეციალური მასწავლებელის - თამარ დოგრაშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მოეწყო, რომლებიც ინფორმაციული ხასიათის იყო.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაცია დაუნის სინდრომის შესახებ. გაიმართა ფილმის ჩვენება - „რამდენი მოცვია ამქვეყნად“. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა კი მოაწყვეს თავიანთი ნახატების გამოფენა.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: