მოლითის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო კამპანიას საინტერესო აქტივობებით შეუერთდნენ
22-03-2024

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

მსოფლიო ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა. 

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა დაამზადეს პკალატები და ბუკლეტები, დაუნის სინდრომის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და არსებული მითები დაამსხვრიეს. 

მოსწავლეები “ჭრელი წინდის” აქციასაც შეუერთდნენ აქტიურად. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203