საცხენისის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს საინფორმაციო შეხვედრა მიუძღვნეს
22-03-2024

გარდაბნის მუნიციპალიტეტის, საცხენისის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა, მოსწავლეებმა მიიღონ საგნობრივი ცოდნა და იმავდროულად, სხვადასხვა მიმართულებითაც განვითარდნენ, ჩაერთონ გარემოსდაცვით თუ სხვა თემატურ პროექტებში, გაიფართოვონ თვალსაწიერი.

ამჯერად, საცხენისის საჯარო სკოლა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს შემეცნებითი აქტივობით გამოეხმაურა.

მე-4 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, მზია ცერცვაძის ხელმძღვანელობით საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

მოიძიეს საინტერესო ფაქტები გარემოსდაცვითი მიმართულებით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილეს წყლის რესურსების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დედაბუნებას გაფრთხილება სჭირდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203