მესხეთის საჯარო სკოლაში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები გაიმართა
25-03-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში ღირსეულ მოქალაქეებს ზრდიან და მათ თანასწორუფლებიანობას, სხვათა აზრისა და უფლებების პატივისცემას ასწავლიან. 

ახლახან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კვირეულის ფარგლებში, მესხეთის  საჯარო  სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, განხორციელდა  რამდენიმე  აქტივობა:

  • საინფორმაციო შეხვედრა საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან;
  • პრეზენტაციები ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე;
  • ვიდეოების ჩვენება ქალთა მიმართ ძალადობაზე;
  •  აქცია/პერფორმანსი, ერთად ვუთხრათ ძალადობას „არა“.

აქტივობები მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამაღლებას, საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავდა მიზნად. 

აქტივობები პედაგოგი ანა  რიჟამაძის და მოსწავლეთა თვითმმართველობის ხელმძღვანელობით ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203