ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელებმა თანატოლების ცნობიერების ამაღლებას მინი-ლექცია მიუძღვნეს
22-03-2024

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში და თანატოლების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიებაშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ.

ამჯერად ზესტაფონის N5 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა: მე-4 „გ“ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის, ნატალია ფიდიურის ხელმძღვანელობით, დაუნის სინდრომის დღესთან დაკავშირებით, შემეცნებითი აქტივობა ჩაატარეს.

მინი-ლექციაზე, რომლის სახელწოდებაც იყო - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ დაუნის სინდრომი ყველაზე გავრცელებული გენეტიკური ცვლილებაა, რა დროსაც 46 ქრომოსომის ნაცვლად გვხვდება 47.

„ბავშვებმა გააფერადეს წინდები და გამოფინეს საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები. ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ჩვენი მოვალეობაა - ვიზრუნოთ დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებზე, მათ უფლებებზე, ჯანმრთელობასა და განვითარებაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203