ჩხაკოურის საჯარო სკოლის წარმომადგენლები შემეცნებით-გასართობ პროექტში ჩაერთნენ
22-03-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ჩხაკოურის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე, ზოგადად სასკოლო ცხოვრებაში და წარმატებით მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისძიებაშიც.

ამჯერად, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის „EU4Georgia 4“ მხარდაჭერით, „ევროპის დღის“ ფარგლებში წამოიწყო ერთწლიანი შემეცნებით-გასართობი მარათონი, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისს.

პროექტში ჩაერთო ჩხაკოურის საჯარო სკოლა, რომელიც წარმოდგენილი გახლდათ გუნდით - „მთიელები“, ხელმძღვანელი კი გახლდათ ნათელა ირემაძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებისთვის საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203