კვალითის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა წყლის რესურსების დაცვის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს
22-03-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, კვალითის საჯარო სკოლაში სწავლა-საწვლების პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მოსწავლეები ესწრებიან გაკვეთილებს, იღებენ საფუძვლიან განათლებას და საგნების დასწავლის პარალელურად, არაერთ საინტერესო პროექტშიც ერთვებიან.

აღსანიშნავია, რომ კვალითის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვითი მიმართულებით. აქედან გამომდინარე, 22 მარტი - წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, პატარა გარემოსდამცველებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად მიიჩნევა.

ამჯერად, კვალითის საჯარო სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლეებმა წყლის რესურსების დაცვის საკითხს საინტერესო და მრავალმხრივი პრეზენტაცია მიუძღვნეს; მოიძიეს ინფორმაცია, უპასუხეს აქტუალურ კითხვებს, მიმართეს სხვადასხვა რესურსს, საპრეზენტაციო საკითხის მეტი თვალსაჩინოებისთვის და მსოფლიო სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ წყლის რესურსებს, ტექნოლოგიების საუკუნეში, გაფრთხილება სჭირდება.

„22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.ჩვენც გადავწყვიტეთ ამ დღის აღნიშვნა. 1993 წლიდან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში სხვადასხვა თემატიკით აღინიშნება. დიდი მადლობა მე-9 კლასის მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაციისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203