ფოთის N7 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო აქტივობა მიეძღვნა
25-03-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

მსოფლიო ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა ფოთის N7 საჯარო სკოლა. დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს მიეძღვნა საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც კლასის ხელმძღვანელმა და სპეციალურმა მასწავლებელმა თამუნა სახვაძემ მე-10 კლასში განახორციელეს. მოეწყო შემეცნებითი საუბარი. პედაგოგები მოსწავლეებს დაუნის სინდრომისა და ამ დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. 

აქტივობის გზავნილი იყო - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, „მეგობრები ჩემი გარემოცვაა“.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203