ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ფსიქოსოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს
22-03-2024

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის, ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეები იღებენ საფუძვლიან განათლებას, ივითარებენ საჭირო უნარ-ჩვევებს, აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა უსაფრთხოებას.

აქედან გამომდინარე, მოზარდები იღებენ ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ, ვის უნდა მიმართონ, როდესაც დახმარება ესაჭიროებათ, თუმცა ამჯერად მოსწავლეებს, ფოთის N7 საჯარო სკოლაში, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში დეტალურად ესაუბრნენ სოცმუშაკების პროფესიაზე.

„საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებთან გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სოციალური მუშაობის, როგორც პროფესიის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ სოცმუშაკები წარმატებით თანამშრომლობენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ეცნობიან ყველა საჭირო ინფორმაციას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203