თელავის N5 სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-03-2024

თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, პროექტი „ინტერნეტ უსაფრთხოება, უსაფრთხოება ყველას პასუხისმგებლობაა“ განხორციელდა.

პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. მასში მონაწილეობდნენ მე-4, მე-8 და მე-10 კლასების მოსწავლეები.

მის ფარგლებში, მათ განახორციელეს კვლევა და კვლევის შედეგების განხილვა, იმუშავეს სამართლებრივ დოკუმენტზე, წარადგინეს პრეზენტაციები, უყურეს ანიმაციებს და შემდგომ განიხილეს ისინი.

სკოლაში ასევე მიიწვიეს საინტერესო სტუმარი, რომელმაც ბავშვებს საჭირო ინფორმაციები გააცნო.

„მოვიწვიეთ სტუმარი ბატონი დათო ღონღაძე, რომელმაც მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა მოცემულ თემაზე და ამომწურავი პასუხი გასცა მათ დასმულ კითხვებს“ ,- გვიყვებიან სკოლაში.

ამ დღეს ასევე ჩატარდა პოსტერების კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.

სკოლაში სტუმარს საინტერესო შეხვედრისთვის მადლობას უხდიან.

პროექტზე პასუხისმგებელი პირი პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი და მოსწავლე ელენე თოხარიკაშვილი იყვნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203