აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წყლის დაცვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს
22-03-2024

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და ბუნებრივი რესურსების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

ახლახან, სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე აღნიშნეს წყლის დაცვის მსოფლიო დღე.

ბავშვები საინტერესო აქტივობებში ჩაერთნენ და წყლის დაცვისა და დაზოგვის მნიშვნელობა გაიაზრეს. ასევე გააფერადეს სახალისო აპლიკაცია - „წყლის მოგზაურობა“.

მასწავლებელი ფიქრია სტურუა მოსწავლეებს ესაუბრა წყლის მნიშვნელობაზე, მის წრებრუნვასა და მისი დაცვის აუცილებლობაზე. 

1993 წლიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის საერთაშორისო დღე მსოფლიოში 22 მარტს აღინიშნება. 

ამ დღის აღნიშვნის მიზანი უსაფრთხო წყლის მნიშვნელობის ხაზგასმა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203