
ყვარლის N2 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავ კამპანიაში ჩაერთო.
„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები!“, - მოწოდებას შეუერთდნენ lა კლასის მოსწავლეები და ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმთან თანამშრომლობით, საინტერესო აქტივობები გამართეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისა (დამრიგებელი ქეთევან ოჩინსკი) და სპეციალური განათლების მასწავლებლების ჩართულობით გაიმართა შეხვედრა და გაიმართა ფილმის ჩვენებები, რაც სინდრომის შესახებ არსებული მითების მსხვრევას ემსახურებოდა.
მოსწავლეებისთვის დღე ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ინფორაციული აღმოჩნდა.
ფოტოების ავტორი: ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ყვარელში.