ლიის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე შემეცნებითი აქტივობებით აღნიშნეს
22-03-2024

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

მსოფლიო ღონისძიებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა. 

მოსწავლეები უთვალავი წინდის კამპანიაში ჩაერთნენ და როგორც ყოველთვის, ამ დღესთან დაკავშირებით, პედაგოგებთან ერთად უამრავი აქტივობა განახორციელეს.

ბავშვებმა სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203