ყვარლის N2 სკოლის მასწავლებელმა - ქეთევან ოჩინსკიმ მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა
22-03-2024

ყვარლის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხუროს მასწავლებელი ქეთევან ოჩინსკი ქუთაისში გამართულ, საგანმანათლებლო სემინარს დაესწრო. 

სემინარი 9 მარტს გაიმართა. საქართველოს საჯარო სკოლის 400- მდე მასწავლებელმა, უმაღლესი საფეხურის 7 დანიელ მასწავლებელთან ერთად, განიხილეს განათლების მომავალი და ერთმანეთს სასკოლო სისტემაში ინკლუზიურობის, საკლასო დიალოგის, მოსწავლეთა კონსულტაციისა და ციფრული წიგნიერების შესახებ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პედაგოგს დანერგილი აქვს დანიური სწავლება საკუთარ პრაქტიკაში. მან გამოცდილება გააცნო და გაუზიარა დამსწრე კოლეგებს, მოცემული შესაძლებლობისთვის კი, მადლობა გადაუხადა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტ მაია კობახიძეს. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სემინარი ჩატარდა, დაიწყო 2017 წელს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) და GL – Gymnasieskolernes Lærerforening-ის თანამშრომლობით და მას შემდეგ დანიური სასწავლო მეთოდები აქტიურად გამოიყენება საქართველოს 700-ზე მეტ სკოლაში. პროექტი დაფინანსებულია დანიური ორგანიზაცია CISU - მიერ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203