ხევაშენის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს საგანმანათლებლო ღონისძება მიეძღვნა 
22-03-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, არაერთი ღონისძიება იმართება.

21 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში აღინიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.

ღონისძიებაზე პრეზენტაცია გააკეთა ბიოლოგიის მასწავლებელმა - მარგალიტა აფრიამაშვილმა და სინდრომის შესახებ არსებული მითები დაამსხვრია. 

პრეზენტაციის მიზანი იყო სასკოლო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ამ დღესთან დაკავშირებით.

მასწავლებელთან ერთად, მოსწავლეებმაც წარმოადგინეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა სკოლის სპეცმასწავლებელი ელზა გორგოძე.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა - მარიტა შველიძემ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და მოსწავლეებს აქტიურობისთვის.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203