თბილისის N178 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ნახატების გამოფენა გაიმართა
22-03-2024

ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N178 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ინტერესებსა და შესაძლებლობებზე აისახება. 

ახლახან, სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა ნახატების გამოფენა. ნამუშევრები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა გამოფინეს. 

გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია მოსწავლეებსა თუ მასწავლებლებში. დამთვალიერებელი მათი შემოქმედებითობით მოიხიბლა.

მოსწავლეებმა ამ ნახატებით გამოხატეს დიდი სიყვარული მასწავლებლის - ვერა ქიქოძის მიმართ, რომელიც ბავშვების შემოქმედებით განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203