
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
ამჯერად, სკოლაში დაუნის სინდრომის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სპეციალური მასწავლებლის - თეონა სიამაშვილის ორგანიზებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მთავარი მიზანი არსებული სტერეოტიპების დარღვევა და მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება გახლდათ. მოსწავლეებმა დაუნის სინდრომთან დაკავშირებით, მის განმარტებასა თუ ფორმებზე ინფორმაცია მიიღეს. პრეზენტაციაში მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ. მათ ერთმანეთისგან განასხვავეს მითები და რეალობა, ჩაერთნენ სხვადასხვა თამაშებში, შეავსეს კითხვარი და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
შეხვედრის ბოლოს, დაასრულეს პოსტერი და ჭრელი წინდებით ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: