საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის IV კლასის მოსწავლეები მოზარდ მაყურებელთა თეატრს ესტუმრნენ
26-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ არა მხოლოდ ხარისხიან განათლებას, არამედ მათ კულტურულ განვითარებასა და ბავშვების თვალსაწიერის გაფართოებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, შემეცნებით-გასართობი კლასგარეშე აქტივობების ფარგლებში თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, მირიანისა და ნანას სახელობის IV კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი თინათინ ბლიაძე) იმყოფებოდნენ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში, სადაც სპექტაკლი - „ფრთხილად ადამსების ოჯახი“ ნახეს. 

„ჩვენმა პატარა „გიმნაზიელებმა“ კიდევ ერთი საინტერესო დღე გაატარეს და ზღვა ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ გიმნაზიაში“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტობი:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203