„ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის მე-5 კლასელთა გზავნილი და საინტერესო აქტივობები 
25-03-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ. 

გაიმართა არაერთი აქტივობა და საგანმანათლებლო ღონისძიება. მათ შორის იაქტიურეს V (დამრიგებელი თეა ხარაზიშვილი) და V (დამრიგებელი სალომე ნოზაძე) კლასებმა. 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს ნახატი, გზავნილით - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“ და ასე გამოხატეს სოლიდარობა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მხარდასაჭერად.

მე-5 კლასში ბიოლოგიის პედაგოგმა სალომე ბერიძემ ამ დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა აქტივობა პრეზენტაციის სახით. 

პრეზენტაციის თემები იყო - რა არის დაუნის სინდრომი?, რა სიმპტომატიკა ახასიათებს და ვინ არიან დაუნის სინდრომის მქონე წარმატებული ადამიანები?

„აქტივობამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რაც ტოლეტანტობის, მიმღებლობისა და შემწყნარებლობის უნარების ამაღლებას ისახავდა მიზნად“,- გვეუბნებიან სკოლაში, სადაც მოსწავლეებს საგნობრივ დისციპლინებთან, ერთად კაცთმოყვარეობას ასწავლიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203