
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, საინტერესო და შემოქმედებითი სახის ღონისძიებები აქტიურად იმართება.
ამჯერად, სკოლაში, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება VI კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ენის მასწავლებლის - ნინა სირაკანიანის ხელმძღვანელობით მოაწყვეს. საზეიმო ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და ასე მიულოცეს ქალბატონებს 8 მარტი.
მათ სკოლის გარემო ლამაზი ბუშტებითა და დეკორაციებით მორთეს, რამაც არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ პედაგოგებსაც აუმაღლა განწყობა.
ეს დღე ძალიან ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები, ღონისძიებები მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობას კიდევ უფრო ამაღლებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: