საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ კამპანიას შეუერთდა
22-03-2024
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.
მსოფლიო ღონისძიებას საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზია დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.
დაწყებითი კლასების მოსწავლეები გაერთიანდნენ თემის - „სტერეოტიპების დასრულება“ გარშემო და კლასები თემატური ნახატებით მორთეს.
“მოსწავლეებმა ასევე ჭრელი წინდებით ფოტოები გადაიღეს, რაც სიმბოლურად ქრომოსომების ფორმას გვაგონებს. მათ ასე გამოხატეს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ თანადგომა და მხარდაჭერა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ბავშვები აქტივობებში დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი. მათ თავიანთი წვლილი შეიტანეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
მსგავსი აქტივობები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებს უვითარებს მიმღებლობის, შემწყნარებლობის, ტოლერანტობის უნარებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს