დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული საინტერესო ღონისძიება
22-03-2024

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება ტარდება.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ემა ბალოიანის ხელმძღვანელობით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე დიდი მონდომებით აღნიშნეს. 

ბავშვებმა ამ დღეს სომეხი მწერლის, საზოგადო მოღვაწის - ჰოვანეს თუმანიანის შემოქმედების შესახებ ისაუბრეს და მისი ლექსები წაიკითხეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203