ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ 
22-03-2024

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერებას უმაღლებენ და სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით რთავენ.

ამჯერად, სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აქტივობით - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა თემატური პლაკატები შექმნეს, ფერადი ფურცლებისგან სიმბოლური წინდები გამოჭრეს და საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს.

აქტივობის მეშვეობით მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, რომ ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია.

ეს დღე საინტერესო და ინფორმაციული იყო თითოეული მოსწავლისთვის.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა.მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203