მოსწავლეთა ფლეშმობი და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები ახალსოფლის საჯარო სკოლაში
25-03-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა. 

სინდრომის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ მსოფლიო ღონისძიებას მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ. 

ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სტერეოტიპების დამსხვრევა. მოეწყო შემეცნებითი საუბრები. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა სკოლის ეზოში ფლეშმობი მოაწყვეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან და აღნიშნული ლოზუნგით პლაკატები დაამზადეს. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203