ახალშენის N2 სკოლის პედაგოგებმა, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა კლასებში საინფორმაციო ღონისძიებები ჩაატარეს
22-03-2024

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.

მსოფლიო ღონისძიებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლა აქტიურად შეუერთდა. 

მასწავლებლების - ნატალი ბერიძის და სოფიკო კონცელიძის ინიციატივით, სხვადასხვა კლასებში ღონისძიებები ჩატარდა. 

„მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“, - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა, დღის არსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს, გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება, რომ მეტად ტოლერანტული გარემო შეიქმნას. 

მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ და სინდორმის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაამსხვრიეს. 

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203