ბავრის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა ტყის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-03-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

შესაბამისად სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა ტყის საერთაშორისო დღე.

გარემოსდაცვითი დღესასწაული სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენის მასწავლებლის  ჯულიეტა შირინიანის ინიციატივით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრეს, ასევე წარმოთქვეს თემატური ლექსები და იმღერეს.

ბავშვებმა მათი შექმნილი ნახატებიც წარმოადგინეს, სადაც აღწერეს სოფლის მახლობლად მდებარე ტყე. „დღემ ძალიან ლამაზად ჩაიარა“,- გვეუბნებიან სკოლაში და ბავშვებს ბევრ საინტერესო სასწავლო დღეებს ჰპირდებიან. 

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203