დიდი დმანისის საჯარო სკოლაში ტყის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
22-03-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, გარემოსდაცვითი აქტივობები იმართება, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, ტყის საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს.

მათ აღნიშნეს, რომ ტყე ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მისი მოფრთხილება. 

აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ. მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ტყის მნიშვნელობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203