
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლა 21 მარტს გამოეხმაურა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს ამ ადამიანთა ღირსებებისა და უფლებების დაცვას, მათი უფლებების უზრუნველსაყოფად.
დევიზით - „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ ილემის სკოლის პირველკლასელებმა პრეზენტაციები გამართეს, სადაც ისაუბრეს ამ დღის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
სინდრომს შესახებ არსებული მითები დაამსხვრიეს და საკითხის შესახებ ცოდნა აიმაღლეს.
21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ღონისძიების მიზანია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა ღირსებისა და უფლებების დაცვა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
იხილეთ ფოტოები: