დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის მსოფლიო დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
22-03-2024

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს პოეზიის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში, სხვადასხვა შემოქმედებითი სახის ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, პოეზიის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა: ლიდა ივანიშვილმა, გიული მათაშაშვილმა, ნელი ოკმელაშვილმა და იზა ნინიაშვილმა, მოსწავლეებთან ერთად ამ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.

მათ სხვადასხვა პოეტის ლექსები შესანიშნავად წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოეზიას ადამიანის ცხოვრებაში.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203