დუშეთის N2 საჯარო სკოლაში სსმ მოსწავლეებისთვის სპეციალური ოთახი მოეწყო
28-05-2018
დუშეთის N2 საჯარო სკოლაში სპეციალური საჭიროების მქონე (სსმ) მოსწავლეებისთვის სპეციალური რესურს-ოთახი ფუნქციონირებს.
ოთახში სსმ მოსწავლეების განვითარებისა და საზოგადოებაში ადაპტაციისთვის საჭირო რესურსებია განთავსებული.
სსმ მოსწავლეები სპეციალურ მასწავლებელთან ერთად აქ სხვადასხვა უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებენ, მიიღებენ შესაბამის განათლებას და საზოგადოებაში მომავალი ინტეგრაციისთვის მოემზადებიან.