აწყურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ორიენტირებული არაერთი აქტივობა ეწყობა.
აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი თარიღებიც შესაბამისად აღინიშნება. სასკოლო საზოგადოების ყურადღების მიღმა არც გაზაფხულის დღესასწაულები - დედის დღე და 8 მარტი დარჩენილა. ეს დღეები მე-6 კლასის მოსწავლეებმა საყვარელ მშობლებსა და პედაგოგებს მიულოცეს.
მათ დედიკოებსა და აღმზრდელ-მასწავლებლებს გული კიდევ ერთხელ გაუთბეს. საინტერესო ნომრები შეასრულეს - ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და სიტყვა წარმოთქვეს.
სკოლის დირექცია, შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებისთვის, კლასის ხელმძღვანელ ლიანა ბარამიძეს მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: