
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ დღეს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით ერთიანდება.
მსოფლიო ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით გამოეხმაურნენ.
გაიმართა საინტერესო შემეცნებითი საუბრები. პედაგოგებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია ამ დღის დაარსებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ.
ბავშვებმა პლაკატები შექმენს, კედლის გაზეთი გამოიშვეს, ეზო მოხატეს, სინდრომის შესახებ გავრცელებული მითები დაამსხვრიეს და ერთხმად აღნიშნეს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.
იხილეთ ფოტოები: