„ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“ - ლასურიაშის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე საგანმანათლებლო ღონისძიებით აღინიშნა
22-03-2024

21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ეწყობა ღონისძიებები, აქციები, დისკუსიები, რომელთა მიზანია საზოგადოებაში დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელი ლასურიაშის საჯარო სკოლაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

მოსწავლე-მასწავლებლები მსოფლიო კომპანიის გზავნილის - „ერთად დავასრულოთ სტერეოტიპები“ გარშემო გაერთიანდნენ.

ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

პედაგოგებმა მოსწავლეებს მიაწოდეს ინფორმაცია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ და მოსწავლეებს შეხსენეს, რომ მათი უფლებების დაცვა, მხარდაჭერა და აქტიურ ცხოვრებაში ჩართვის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესია.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ სპეციალური მასწავლებელი ლალი გვიშიანი და ბიოლოგიის მასწავლებელი - ნანა ფუტკარაძე.

ღონისძიებაზე საინფორმაციო პრეზენტაცია გამართა მე-10 კლასის მოსწავლე სალომე კოპალიანმა. მე-11 კლასის მოსწავლეებმა კი გამოუშვეს გაზეთი, დაამზადეს ბუკლეტები, ხელის სამაჯურები და ფერდი წინდები ორნამენტებით.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა ფილმის ჩვენება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203