ივანდიდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
22-03-2024

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

21 მარტს არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება, ესენია - ტყის საერთაშორისო დღე, ქართული ჟურნალისტიკის დღე, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე და მესაზღვრის დღე. ამასთან დაკავშირებით, მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობა განახორციელეს.

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა უყურეს ფილმს - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“, გარდა ამისა, თემატური ნახატები და პოსტერები მოამზადეს.

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა კი, აღნიშნულ დღეებთან დაკავშირებით, პრეზენტაციები გამართეს და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს წარუდგინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203