„თქმულებებში დარჩენილი ისტორია“ - შთამბეჭდავი ღონისძიება გუდაურის საჯარო სკოლაში
22-03-2024

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, შესაბამისად, საქართველოს ისტორია მეტად საინტერესო აქტივობებითა თუ ღონისძიებებით ისწავლება. 

ახლახან, გუდაურის საჯარო სკოლაში ჩატარდა „ჩემი საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში მომზადებული ღონისძიება - „თქმულებებში დარჩენილი ისტორია“.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია ქართველთა გმირ წინაპრებზე: ცხრა ძმა ხერხეულიძე, მაია წყნეთელზე, თამარ ვაშლოვნელსა და თინა წავკისელზე.

მოსწავლეები შეეცადნენ წარმოდგენა გაელამაზებინათ ვიზუალური მასალითაც. გამოფენილი იყო ძველი საყოფაცხოვრებო და საბრძოლო ნივთები.

„მომავალმა თაობამ აუცილებლად უნდა ისწავლოს წარსულის პატივისცემა. ეს ღონისძიებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- აღნიშნა ღონისძიების ხელმძღვანელმა ნაირა აფციაურმა.

იხილეთ ვიდეომასალა:




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203